შალვა ხუციშვილი: გაირკვევა საპატრულო პოლიციამ როდის წაიყვანა დაჭრილი და დამნაშავეების ვინაობა გამოიკვეთება

​გაირკვევა საპატრულო პოლიციამ როდის წაიყვანა დაჭრილი და დამნაშავეების ვინაობა გამოიკვეთება, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ყველაფერი გახდება ცნობილი, კონკრეტულად რა მოხდა. საპატრულომ როდის წაიყვანა დაჭრილი. ამ საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. დამნაშავეების ვინაობა გამოიკვეთება გამოძიების შესაბამისად“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ ორთაჭალაში მამის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას 24 წლის მიხეილ შამოევის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას გარდაცვლილის ახლობელი ჰყვება, 24 წლის მიხეილ შამოევი სამართალდამცველებს ავტომობილში გასროლის შემდეგ დაახლოებით 1 საათი ჰყავდათ გაჩერებული.
მისი ვარაუდით, შამოევი საავადმყოფოში დაგვიანებული გადაყვანის გამო გარდაიცვალა. მისივე თქმით, პოლიციელებმა დაჭრილი კლინიკაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. თვითმხილველი გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ახალგაზრდა მამამ შვილი მოკლა, უარყოფს.
„სროლის შემდეგ საათნახევარი ჰყავდათ მანქანაში. მოტივი ჰქონდათ ასეთი – მოწმე არის და რომ არ გაგვექცეს მანქანაში იჯდეს ჯობიაო. მამა-შვილს შორის არც ოჯახური და არც პირადი უთანხმოება არ ყოფილა. მამას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. გაიგო შვილმა, რომ მამას ავტომატი ჰქონდა და რაღაც ხდებოდა მის ეზოში. წამოვიდა სამსახურიდან, რომ გაერკვია რა ხდებოდა და ტყვია მოხვედრია ბავშვს ფეხში“, – აღნიშნა გარდაცვლილის ახლობელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები