თბილისის საკრებულოს წევრები დავით ნარმანიას ანგარიშს ისმენენ

 ამ წუთებში, თბილისის საკრებულოში, დეპუტატები დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას ანგარიშს ისმენენ.
თბილისის მერი დედაქალაქის საკრებულოში მეშვიდე ანგარიშით იმყოფება. დავით ნარმანია საკრებულოს დეპუტატებს თბილისის მერიის მიერ 2016 წელს განხორციელებული და 2017 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციას აწვდის.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ნარმანია ყურადღებას გაამახვილებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
კერძოდ, ჩატარებულ საგზაო სამუშაოებზე, ხიდების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე; ასევე პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპის შესახებ. ნარმანია ასევე შეეხება დედაქალაქში პარკირების პრობლემის მოგვარების საკითხებს, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისა და გამწვანების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს.
თბილისის მერი ანგარიშის წარდგენისას ისაუბრებს მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. გარდა ამისა, დავით ნარმანიამ დეპუტატებს მიაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა 2016 წელს თბილისში და რა იგეგმება ამ მიმართულებით 2017 წელს. ამასთან, თბილისის მერი ახალგაზრდების, სპორტისა და კულტურის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე გაამახვილებს ყურადღებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები