იუკიო მიშიმას რომანის – „ოქროს ტაძრის“ წარდგინება გაიმართება

12 აპრილს, 18:30 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ბიბლიოთეკაში იუკიო მიშიმას რომანის – „ოქროს ტაძრის“ წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ გამომცემლობა „დიოგენედან“ აცნობეს, ეს არის იაპონურიდან ქართულად ნათარგმნი პირველი რომანი, რომელსაც წარადგენს მთარგმნელი, „თავისუფალი უნივერსიტეტის“ კურსდამთავრებული, „კეიოს უნივერსიტეტის“ უფროსი მკვლევარი, დოქტორი დავით გოგინაშვილი. წიგნი იაპონიის ფონდის ფინანსური დახმარებით გამოიცა.
სამყაროს შეცნობის დაუოკებელი სურვილი, მრავალმხრივი ნიჭი და შემოქმედებითი ნაყოფიერება, რკინისებური ნებისყოფა და იდეალების ერთგულება – სწორედ ამ თვისებების ჰარმონიული ერთობლიობა გამოარჩევდა XX საუკუნის ლეგენდარულ მწერალს იუკიო მიშიმას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები