რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე 6 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა (ფოტო)

 რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ექვსი ავტომობილი შეეჯახა.
მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები