ეროვნულმა არქივმა გივი ბერიკაშვილის როლების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა – ფოტოკოლაჟი

საქართველოს ეროვნულმა არქივმა ფეისბუქის გვერდზე თეატრისა და კინოს მსახიობის, გივი ბერიკაშვილის როლების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. მათ შორის გამორჩეულია მხატვრული ფილმების გადასაღები მოედნის კადრები.
გთავაზობთ ამ ფოტოებს.
ცნობისათვის: მსახიობი გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 12 მაისს გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის თეატრში, რუსთავის თეატრში (რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო) და მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. შეასრა 50-მდე კინოროლი.
საქართველოს სახალხო არტისტი 10 აპრილს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები