გერმანიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს – არსებული ინფორმაციით, სავარაუდო ეჭვმიტანილი ქართველია

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. არსებული ინფორმაციით, წარმოშობით რუსთაველი, 32 წლის დანით მოკლული მამაკაცი ავტომანქანაში იპოვეს. შემთხვევა ქალაქ მანჰაიმში მოხდა.
გერმანიაში მოკლული საქართველოს მოქალაქის ახლობლების ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, ქართველია.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბერლინში საქართველოს საკონსულოს სამსახურში ოფიციალური შეტყობინება გერმანიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან ჯერ არ შესულა, თუმცა გერმანიის მხარემ დაადასტურა, რომ 10 აპრილს, ძალადობრივი ჩარევის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.
„ბერლინში საქართველოს საკონსულოს სამსახურში ოფიციალური შეტყობინება გერმანიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან ჯერ არ შესულა. გაიმართა სატელეფონო საუბარი კონსულსა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელსა შორის, რა დროსაც, გერმანულმა მხარემ დაადასტურა, რომ 10 აპრილს ძალადობრივი ჩარევის შედეგად გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე. დღეს ჩატარდება ექსპერტიზა. მიმდინარეობს გამოძიება და დამატებით დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები