სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო “, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სომხეთის მოქალაქის, ა.ღ-ს ეჭვის საფუძველზე, სხეულის სკანერის მეშვეობით დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 128.57 გრამი) აღმოაჩინეს.

საქონლის საბაჟო ღირებულებამ 7243.08 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა 7,243.08 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები