თოჯინების თეატრის ახალი სიცოცხლე ახალ შენობაში

თოჯინების თეატრის ახალმა, ჯერ კიდევ მშენებარე შენობამ ახალი სიცოცხლე პრემიერით დაიწყო. როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სპექტაკლ „გათვლას“, რომელიც თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების მცირე რომანს ეფუძნება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
პრემიერამ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
სპექტაკლში „გათვლა“ მოქმედება ორი 13 წლის გოგონას ირგვლივ, ომის პარალელურად ვითარდება.
„სამი დღე კონფლიქტის ზონაში – 13 წლის გოგონების თვალით დანახული ომი და ძალადობა. გარემო, სადაც სიკვდილი ჩვეულებრივი ამბავია. მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში ერთადერთი მიზანი არსებობს – გადარჩენა. ამბავი, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს – შეიარაღებულ კონფლიქტს არასოდეს არ აქვს გამართლება.“
ინსცენირება, რეჟისურა, სცენოგრაფია – გურამ მაცხონაშვილი; მუსიკალური გაფორმება– ერეკლე დეისაძე;
ტექნიკური რეჟისორი – თამარ მედოევი.
მონაწილეობდნენ: ანიკო ცეცხლაძე, ეკა დემეტრაძე, თეა კიწმარიშვილი, ნინო ნატროშვილი, ნინო პაპიაშვილი, მაია სულხანიშვილი, ნათია შეშაბერიძე, მარიკა ძაგნიძე, მანანა წიკლაური, ნათია ხმიადაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები