გიგი უგულავა: უკან მიდევნებული ლამპარივით გვყავს დღეს პრეზიდენტი

“დღევანდელ პრეზიდენტს აქვს საკმაო ბერკეტი იმისთვის, რომ პოლიტიკურ პროცესებზე მოახდინოს გავლენა“, – ამის შესახებ განცხადება გიგი უგულავამ გააკეთა.
მისი თქმით, პრეზიდენტს პირდაპირი არჩეული პრეზიდენტის მანდატი აქვს.
„სოციალური, ჯანდაცვა, სასამართლო, დევნილები და პენსიები, ეს ის საკითხებია, სადაც მთავრობა უვარგისი და უნიათო გვყავს, მაგრამ სტატისტივით შემფასებელი. სულხან-საბას გამონათქვამს გამოვიყენებ, უკან მიდევნებული ლამპარივით გვყავს დღეს პრეზიდენტი, არადა, მას აქვს ბევრი უფლებამოსილება, მას აქვს პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის მანდატი. ის წარადგენს მოსამართლეებს, ბანკის მმართველებს და ა.შ, რომელსაც არ იყენებს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები