დავით ნარმანია ხვალ, თბილისის საკრებულოს წინაშე წარდგება

“დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ხვალ, 16.00 საათზე ერთწლიანი ანგარიშით, თბილისის საკრებულოს წინაშე წარდგება”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს დეპუტატებს სხდომაზე განუცხადა.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე დაინტერესდა, იყო თუ არა ძალაში თბილისის მერის ხვალ ანგარიშით გამოსვლა. გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, დავით ნარმანია საკრებულოში ანგარიშით გამოსვლა კვლავ ძალაშია.
სხდომაზე დეპუტატები შეჯერდნენ, მერის ანგარიშის წარდგენისას, როგორი უნდა იყოს სამუშაო ფორმატი. გადაწყდა, რომ 15.00 საათზე გაიმართება ბიურო, შემდეგ კი საკრებულოს სხდომა.
სხდომაზე ითქვა, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე ყველა დეპუტატს ექნება კითხვის დასმის შესაძლებლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები