“ბავშვთა სამყაროს“ 345 დაზარალებული მოვაჭრე 3 000-ლარიან კომპენსაციას მიიღებს

დღეს საკრებულოში ჩანიშნულ საგანგებო სხდომაზე დეპუტატები “ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთათვის ერთჯერადი დახმარების დროულად გაცემის მიზნით, 2017 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ შესაბამის ცვლილებებს განიხილავენ. მოვაჭრეებისთვის თანხის გაცემასთან დაკავშირებით, საბიუჯეტო ცვლილებები თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ განმარტა.
მისი თქმით, „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები 3000 ლარს უმოკლეს ვადაში მიიღებენ.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენსა და „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს შორის შეთანხმება შედგა და ჩვენმა ერთთვიანმა მუშაობამ შესაბამისი შედეგი გამოიღო. როგორც მოგეხსენებათ, ეს პერიოდი იმ სიების დაზუსტებას დასჭირდა, რომელიც მთლიანად დაზარალებულებისა და მათი ხელმძღვანელობების ჩართულობასა და მონაწილეობაზე იყო დამოკიდებული. სიების დაზუსტებისთანავე, ჩვენ მერიის სარეზერვო ფონდიდან 345 დაზარალებულისთვის 3000 ლარის გადაცემის საშუალება მოგვეცა. ჩვენ ოპოზიციონერ კოლეგებს კი მინდა მოვუწოდო, რომ პოლიტიკური ქულების დაწერა ყველაფერზე არ შეიძლება’’, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები