ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარების თემაზე პროკურორებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარების თემაზე პროკურორებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით ხორციელდება. ნაფიც მსაჯულთა განსჯადობის არეალის გაფართოების პარალელურად, აღნიშნული მიმართულებით, პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლება სისტემის პრიორიტეტს წარმოადგენს. სასწავლო პროცესი მიზნად ისახავს პროკურორების პროფესიულ განვითარებასა და პრაქტიკაში არსებული გამოწვევებისთვის მომზადებას.
4-დღიანი ინტენსიური სწავლების ფარგლებში, მონაწილეები გადიან: ნაფიც მსაჯულთა შერჩევის, შესავალი და დასკვნითი სიტყვის, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის, დამარწმუნებელი და არავერბალური კომუნიკაციის თემატიკას. კურსი აქტიურად არის დატვირთული პრაქტიკული სავარჯიშოებით.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარების მიმართულებით, პროკურორების გადამზადების პროცესი 2015 წლის ბოლოს დაიწყო. სწავლებას პროკურატურის სისტემის ყველა სტრუქტურული ერთეულისა და ტერიტორიული ორგანოს პროკურორები ეტაპობრივად გადიან. დღემდე განხორციელებული 19 სასწავლო აქტივობის ფარგლებში, პროკურორების 70%-ზე მეტი გადამზადდა, კერძოდ, 236 პროკურორი და სისტემის სტაჟიორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები