ბექა ნაცვლიშვილი: პრეზიდენტის გამოსვლაში 90-იანი წლების დღის წესრიგი იყო

“ყველაზე დიდი პრობლემა პრეზიდენტის გამოსვლის ის არის, რომ მისი დღის წესრიგი იყო მოძველებული”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილმა პრეზიდენტის ძველი გამოსვლებიც გაიხსენა და ბოლო გამოსვლასთან პარალელი გაავლო, ნაცვლიშვილს მიაჩნია, რომ მარგველაშვილის გამოსვლაში სიახლეობისკენ მიმართული წინადადებები არ შეინიშნებოდა.
„პრეზიდენტის ძველი გამოსვლები რაღაცნაირად პროზაული მაინც იყო, ბოლო გამოსვლას არ ახლდა არანაირი სიახლე, ოყო მშრალი და ზედაპირული, პრეზიდენტის გამოსვლაში იყო 90-აინი წლების დღის წესრიგი, არ იყო ეს გამოსვლა მიმართული რეალური ძვრებისკენ და საიხლეებისკენ. მის გამოსვლაში იყო იმ მოძველებულ თემებზე ლაპარაკი, რაც წლების მანძილზე ახასიათებდა დღის წესრიგის ნიმუშებს. ეს გამოსვლა შინაარსობრივადაც მოიკოჭლებდა. საარჩევნო კამპანია, მე ყველას ვურჩევდი, უფრო კვალიფიციურად ჩაეტარებინათ“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მანვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ სასამართლოს კრიტიკა უსაფუძვლო იყო, რადგან ნაცვლიშვილი თვლის, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა ყველაზე რთული რეფორმაა და ის ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები