ბექა ნაცვლიშვილი: ეს კონსტიტუცია ვერ დაიწერება რომელიმე პოლიტიკური ძალის დაკვეთით

“პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარი განაცხადა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
​ნაცვლიშვილი თვლის, რომ ახალი კონსტიტუცია დახვეწილი იქნება და მისი მიღების პროცესი დემოკრატიულად მიმდინარეობს. ნაცვლიშვილი პრეზიდენტის არჩევის წესზეც საუბრობს.
„პრეზიდენტი ქვეყანაში ვერ განსაზღვრავს ვერანაირი გადაწყვეტილების მიღებას, ამიტომ მისი სახალხო წესით არჩევის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ეს ცვლილება წლევანდელ არჩევნებს არ შეეხება, რადგან ვინმეს განცდა არ გაუჩნდეს, რომ ეს რომელიმე კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ არის მიმართული. ეს კონსტიტუცია იქნება ყველაზე დემოკრატიული დოკუმენტი, რადგან მის მიღებაში ბევრი პოლიტიკური ძალა და არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობს, ეს კონსტიტუცია ვერ იქნება რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული“, -განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები