ედიშერ ქარჩავა: დეკანოზ გიორგი მამალაძეს თავის სულიერ მოძღვართან შეხვედრის სურვილი ამ დრომდე არ გამოუთქვამს

“დეკანოზ მამა გიორგი მამალაძეს თავის სულიერ მოძღვართან შეხვედრის სურვილი არ გამოუთქვამს”, – ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმს“ საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ განუცხადა და დაკავებული დეკანოზი სიცრუეში დაადანაშაულა.
როგორც გამოცემას ქარჩავამ განუცხადა, სასულიერო პირებმა, მათ შორის ეპისკოპოსებმა, ის არაერთხელ მოინახულეს.
„სასულიერო პირებმა, მათ შორის ეპისკოპოსებმა, ის არაერთხელ მოინახულეს. მეუფე პეტრე იმყოფებოდა, ისევე როგორც მეუფე ანდრია გვაზავა, ასევე, იმყოფებოდნენ სხვა სასულიერო პირებიც, თუნდაც მამა გიორგი თევდორაშვილი. მოხდა გიორგი მამალაძესთან გასაუბრება. თუ მას რელიგიური კუთხით სურს შეხვედრა, უნდა მოეთხოვა თავისი სულიერი მოძღვარი. ამ შემთხვევაში, ეს არის მეუფე დიმიტრი. როგორც ვიცი, დეკანოზ მამალაძეს მიტროპოლიტ დიმიტრისთან შეხვედრის ინიციატივა არ გამოუთქვამს.
მე მეუფე დიმიტრის პოზიცია არ ვიცი ამ საკითხზე, თუმცა დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ ის არის გიორგი მამალაძის მოძღვარი და უფლებამოსილი პირი, ჩაიბაროს აღსარება, ან აზიაროს“, – აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები