როდის გამოიდარებს საქართველოში – გრძელვადიანი პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 – 11 აპრილს საქართველოში ნარჩუნდება შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9, +14 გრადუსი იქნება, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

დედაქალაქში დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხვალ, 11 აპრილს  მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით.

12 – 15 აპრილს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსი იქნება. დროგამოშვებით იწვიმებს, ღამის საათებში მაღალმთაში მოთოვს.

16 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები