გრიბოედოვის თეატრი კირილ ლავროვის სახელობის თეატრალური პრემიით დაჯილდოვდა

გრიბოედოვის თეატრი კირილ ლავროვის სახელობის პრესტიჟული თეატრალური პრემიით დაჯილდოვდა. როგროც „კვირას“ ტეატრში განუცხადეს, ჯილდო გრიბოედოვის თეატრის დირექტორს ნიკოლოზ სვენტიცკის სსრკ სახალხო არტისტმა ოლეგ ბასილაშვილმა  გადასცა.
საერთაშორისო ფესტივალზე „შეხვედრები რუსეთში“, რომელიც სანქტ-პეტერბურგში 7-13 აპრილს ტარდება, გრიბოედოვის თეატრმა წარადგინა ფინელი რეჟისორის იარი იუტინენის სპექტაკლი: „გაყინული სურათები/FROZEN IMAGES“.
სპექტაკლში მონაწილეობენ გრიბოედოვის თეატრის მიზნობრივი ჯგუფის სტუდენტები: მიხეილ გავაშელი, ვლადიმერ ნოვოსარდოვი, დავით კოტოვი, დემეტრე ნაყოფია, ქრისტინე ბერუაშვილი, ხატია ბერუაშვილი, სოფი ჩალაშვილი და გვანცა შარვაძე (ხელმძღვანელი – ავთანდილ ვარსიმაშვილი).
სტუდენტებმა გაიარეს ათდღიანი საფესტივალო საგანმანათლებლო პროგრამა, რის შედეგადაც დაიდგა სპექტაკლი „მისტერია ბუფი“ ვ. მაიაკოვსკის პიესის მიხედვით. სპექტაკლი ფესტივალის ფარგლებში ორჯერ – 6 და 8 აპრილს უჩვენეს. ამასთანავე, საერთაშორისო ფესტივალის „შეხვედრები რუსეთში“ ფარგლებში, 6 და 7 აპრილს, გაიმართა საზღვარგარეთის რუსული თეატრების ასოციაციის დამფუძნებელი ყრილობა, სადაც პირველ თავმჯდომარედ  გრიბოედოვის თეატრის დირექტორი ნიკოლოზ სვენტიცკი აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები