“ნიჭიერთა ათწლედის” წარჩინებულ მოსწავლეთა კონცერტი გაიმართება

13 აპრილს, 18:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში “ნიჭიერთა ათწლედის” წარჩინებულ მოსწავლეთა კონცერტი გაიმართება სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. დირიჟორის პულტთან იქნება ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ბატონი რევაზ ტაკიძე. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა კონკურსისა და ფესტივალის მონაწილეები: ანა ჭანია, ნანუკა გოლიაძე, სანდრო გეგეჭკორი, გიორგი გიგაშვილი, გიორგი გრძელიძე, ანა ბაქრაძე, სენდი ვართანოვი, მარიტა პატარაია და ბექა მაისურაძე. მათ შორისაა მევიოლინეც, ჩელისტიც, ფლეიტისტიც და პიანისტიც.
სანდრო გეგეჭკორი შეასრულებს რახმანინოვის „რაფსოდიას პაგანინის“ თემაზე. ასევე კონცერტზე გაიჟღერებს პროკოფიევის, ლისტის, სენ-სანსის და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები.
სანდრო გეგეჭკორი – პიანისტი,  სხვადასხვა საერთაშორისო და რესპუბლიკური კონკურსის ლაურეატი. ასევე სოლო კონცერტებით იწვევენ ევროპის ქვეყნებში; გიორგი გიგაშვილი – პიანისტი.  სხვადასხვა საერთაშორისო და რესპუბლიკური კონკურსების ლაურეატი. მათ შორის ესტონეთის შოპენის კონკურსის; ანა ჭანია – მევიოლინე, სხვადასხვა ფესტივალის მონაწილე. რესპუბლიკური კონკურსების ლაურეატი;
ნანუკა გოლიაძე- ფლეიტისტი. სხვადასხვა კონკურსის ლაურეატი. ფესტივალების მონაწილე; ანა ბაქრაძე – პიანისტი, თენგიზ ამირეჯიბის კონკურსის გამარჯვებული; გიორგი გრძელიძე – პიანისტი, სხვადასხვა კონკურსის ლაურეატი; სენდი ვართანოვი – მევიოლინე, აქტიურად ეწევა საშემსრულებლო შემოქმედებას.
კონცერტში მონაწილეობენ, აგრეთვე – კლარნეტისტი მარიტა პატარაია და ჩელისტი  ბექა მაისურაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები