ვერონა-შუამთის მონაკვეთზე მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ.36-კმ.58 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები