საქართველო AFCI LOCATIONS SHOW-ზე მეორედ იყო წარმოდგენილი

6-9 აპრილს ლოს ანჯელესში AFCI Locations Show გაიმართა, სადაც საქართველოს სტენდი უკვე მეორედ იყო წარმოდგენილი.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, ქართული დელეგაციის წევრებმა აქტიურად გამართეს შეხვედრები ამერიკული კინოინდუსტრიის წამომადგენლებთან, გააცნეს პროგრამის “გადაიღე საქართველოში” დეტალები და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ-ევროპის მიმზიდველი გადასაღები ქვეყანა.
აღსანიშნავია, რომ წელს ღონისძიებაში ორი ქართული საპროდიუსერო კომპანია – „Betterfly” და ,,POLare FILM” მონაწილეობდა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში” კიდევ ერთი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი დაემატა. პროგრამა „გადაიღე საქართველოში” საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 26 იანვარს წარუდგინა.
ახალი სახელმწიფო ინიციატივის ფარგლებში ამოქმედდა ე.წ ქეშ რიბეითის მექანიზმი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ფილმის წარმოების ხარჯებიდან გამოიყოს კვალიფიციური ხარჯი. ამ ხარჯის 20-25% კი ფილმის მწარმოებელ კომპანიას უკან დაუბრუნდება.
2017 წლის აპრილის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში” ფარგლებში განხორციელდა 5 საერთაშორისო პროექტი, ჯამში საქართველოში დაიხარჯა 7 305 065 მილიონი ლარი და ადგილობრივად დასაქმდა 650 ადამიანი.
პროგრამას “გადაიღე საქართველოში” მეწარმეობის განვითარების სააგენტო ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები