კინტრიშის ხეობაში მამაკაცის გვამი იპოვეს

ქობულეთში, კინტრიშის ხეობაში მამაკაცის გვამი იპოვეს. გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. უწყების ცნობით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები