ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, იკრძალება ყველა ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითდა კოორდინაციით.