ავტობანზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა – არის მსხვერპლი

რუის-ურბნისის საგზაო მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა და ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი პირი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ლილოდან ქარელის მიმართულებით მოძრაობდა და რამდენიმე ადამიანი გადაჰყავდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები