ასპინძაში მამაკაცმა ცოლი მოკლა

ასპინძაში ახალგაზრდა მამაკაცმა 27 წლის ცოლი მოკლა. როგორც „კვირასთან“ ადგილობრივები აცხადებენ, მკვლელობის მოტივი, სავარაუდოდ, ეჭვიანობა გახდა. მამაკაცმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა, შემდეგ კი ფანჯრიდან იმ პიროვნების სახლში, შეაღწია ვისზეც ეჭვიანობდა და მის მამას ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-108-ე (ოჯახური ძალადობით ჩადენილ განზრახ მკვლელობა) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
გარდაცვლილს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები