ახმეტაში შენობას, სადაც რამდენიმე ორგანიზაციაა განთავსებული, ცეცხლი გაუჩნდა

ახმეტაში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, სკვერში მდებარე შენობას ცეცხლი გაუჩნდა. შენობაში ახმეტის ბაგა-ბაღების გაერთიიანება, არქივი, ნოტარიუსი და კიდევ რამდენიმე ორგანიზაციაა განთავსებული.
ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხა და შენობა მთლიანად დაწვას გადაურჩა.
შენობაში დამწვარია კორიდორი და რამდენიმე კარი. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გაუმართავმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები