აზერბაიჯანული თეატრის ახალი შენობისთვის თბილისში მიწის ნაკვეთი გამოიყო

ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრისთვის თბილისში მიწის ნაკვეთი გამოიყო.
აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო APA იუწყება, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძის თქმით, მიწის ნაკვეთი ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, აზერბაიჯანის რესბუბლიკის საელჩოსთან ახლოს მდებარეობს.
„ვფიქრობ, რომ დოკუმენტების მომზადება დიდ დროს არ წაიღებს. ახალი თეატრის მშენებლობას კომპანია „სოკარი“ აწარმოებს, რომელთანაც საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებების პროცესშია“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
ვახტანგ გორგასლის №1-ში არსებული შენობა, რომელშიც ამჟამად თეატრია განთავსებული, მთლიანად ავარიული და ამორტიზებულია.
შენობაში არ არის გათბობა, ხოლო სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემები გაუმართავია. ასევე, არ არის საგრიმიოროები, სცენა და მაყურებელთა დარბაზი.
800 კვადრატული მეტრის ფართის შენობაში, თეატრის თანამშრომლები-ადმინისტრაცია და მსახიობები, 13 წელია ორ, შედარებით უსაფრთხო ოთახს აფარებენ თავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები