რუსთავში შშმ პირს ე.წ. კისტის თოფიდან ესროლეს

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ეზოში მყოფ შშმ პირს სავარაუდოდ, ე.წ. კისტის თოფიდან ესროლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სროლა მაღალსართულიანი კორპუსიდან განხორციელდა, რის შედეგადაც შშმ პირი ფეხის არეში მსუბუქად დაიჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შს სამინისტროში „კვირას“ რუსთავში მომხდარი ინციდენტი დაუდასტურეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით,  მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები