თბილისში ტაქსის მძღოლის დაყაჩაღების ფაქტზე სამი პირია დაკავებული

თბილისში სამართალდამცავებმა ტაქსის მძღოლის დაყაჩაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.
დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. ამოღებულია წაღებული თანხაც. შემთხვევა თბილისში დღეს, ცინცაძის 18 ნომერში მოხდა. კრიმინალისტები ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ. ადგილზეა ტაქსის მძღოლიც, რომელიც კომენტარს არ აკეთებს.
შსს ინფორმაციით, ყაჩაღობა  ცივი იარაღის გამოყენებით მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები