“ბანკმა ქართუმ” “ნაციონალურ მოძრაობას” სასამართლოში უჩივლა

“ბანკმა ქართუმ” “ნაციონალურ მოძრაობას” სასამართლოში უჩივლა. ბანკმა პარტიის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში დღეს შეიტანა. როგორც „ბანკი ქართუს“ განცხადებაშია აღნიშნული, ბანკი ნაციონალური მოძრაობისგან 10 000 ლარიან კომპენსაციას მოითხოვს.
“ბანკი ქართუ” გაცნობებთ, რომ სასამართლოში უკვე შეტანილია სარჩელი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. 6 აპრილს, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ნ.წიკლაურმა გ.ონიანმა ცილისმწამებლური განცხადებებით სცადეს ბანკის რეპუტაციის შელახვა. “ბანკი ქართუ” მოითხოვს 10 000 ლარიან კომპენსაციას, ამ ორი ცილისმწამებლისგან, ასევე პარტიისგან, რომელსაც ეს სუბიექტები წარმოადგენენ. საერთო ჯამში, 30 000 ლარს. ამ თანხას “ბანკი ქართუ” გადაურიცხავს “სოლიდარობის ფონდს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ნუგზარ წიკლაურმა და გოგა ონიანმა “ბანკი ქართუ” მოქალაქეების ინტერესების უგულებელყოფაში დაადანაშაულეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები