სასტუმრო “სანაპიროში”, ლიფტის შახტაში მამაკაცი ჩავარდა და გარდაიცვალა

ბათუმში, სასტუმრო “სანაპიროში”, ლიფტის შახტაში მამაკაცი ჩავარდა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ლიფტის ხელოსანია, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
​როგორც ბათუმის „რეფერალური“ საავადმყოფოს პრესსპიკერმა, გიორგი ნიორაძემ განაცხადა, მამაკაცი მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
შს სამინისტროში „კვირას“ განუცხადეს, რომ გამოძიება, სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
​შემთხვევა გუშინ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები