კახა ძაგანია: თვითმმართველი ქალაქების ოპტიმიზაცია არის ყოვლად დაუშვებელი

“ჩვენი პოლიტიკური ძალა კატეგორიულად ეწინააღმდეგება თვითმმართველი ქალაქების ოპტიმიზაციას”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარემ, კახა ძაგანიამ განაცხადა. ძაგანია თვლის, რომ ბიუჯეტის დაზოგვის გამო, უნდა გაუქმდეს გუბერნიები, ხოლო თვითმმართველი ქალაქები უფრო უნდა განვითარდეს.
„თვითმმართველი ქალაქების ოპტიმიზაცია არის ყოვლად დაუშვებელი, რასაც ეწინააღმდეგება ჩვენი პოლიტიკური ძალა, ხელისუფლების არგუმენტი, რომე ეს ხდება საბიუჯეტო ხარჯების გამო, გაუგებარია, თუ უნდათ საბიუჯეტო ხარჯების შემცირება, გააუქმონ გუბერნიები, თვითმმართველი ქალაქი კი რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს. ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ უკვე მიმართა ხელისუფლებას გუბერნიების გაუქმების მოთხოვნით“,-განაცხადა კახა ძაგანიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები