ხათუნა ახალაია: საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია უნდა გახდეს ევროპაში კონკურეტუნარიანი

“ყველაზე დიდი ყურადღება ფიტოსანიტარულ რეგულაციებს უკავშირდება”,- ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკოლოგმა ხათუნა ახალაიამ განაცხადა.
​ახალაიას ინფორმაციით, მსოფლიო სავაჭრო სივრცეში, იმის გამო, რომ ქართული პროდუქცია კონკურეტუნარიანი გახდეს, საჭიროა იმ რეგულაციების დაცვა, რასაც ევროპა უწესებს საქართველოს. ხათუნა ახალაია აცხადებს,რომ საჭიროა რეგულაციების ამუშავება. ხშირად ვხვდებით ღია ბაზრობებზე მალფუჭებად პროდუქტებს, საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია უნდა გახდეს ევროპაში კონკურენტუნარიანი, ამიტომ დიდი ყურადღება ფიტოსანიტარულ რეგულაციებს უკავშირდება. დაბინძურებული ჰაერით გაჟღენთილი პროდუქტი ხშირად იყიდება, რის შემდეგაც ხდება მისი სამზარეულოში გემრიელად მირთმევა“, – განაცხადა ხათუნა ახალაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
​ახალაია საბავშვო სათამაშოების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ დახლზე არც სათამაშოები არ უნდა იყიდებოდეს.
„მზეზე ალაგია ხშირად სათამაშოები გასაყიდად, მაღალ ტემპერატურაზე გამოყოფილი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები მომწამლავია. სამწუხაროდ, არ არის ლაბორატორიული კვლევები ჩატარებული, ამის ინტერესი მომხმარებელში უნდა არსებობდეს. პირველ ეტაპზე, საკანონმდებლო ბაზით უნდა დაიწყოს რეგულაციები, რომ სავაჭრო ქსელის მესვეურებს ჰქონდეთ ვალდებულება, დაიცვან ნორმები, ასევე, მერიას ევალება აკონტროლოს ქუჩაში ვაჭრობა. მესმის, ეს მტკივნეული თემაა, მაგრამ აუცილებელია, ჰქონდეთ შეგნებული, რომ მათი პროდუქცია არ არის სარგებლიანი მომხმარებლისთვის და ვაავადებთ თაობებს“, -განაცხადა ხათუნა ახალაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები