ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკაანოზი გიორგი თევდორაშვილი შევიდა

ე.წ. მატროსოვის ციხეში საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი შევიდა.
მე-9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მან დეკანოზი გიორგი მამალაძე უნდა მოინახულოს.
დაწესებულებაში შესვლამდე, დეკანოზს კომენტარი არ გაუკეთებია. დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი სავარაუდოდ, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასაც მოისმენს.
ცნობისათვის, დეკანოზმა გიორგი მამალაძე იმ მედიკამენტების მიღებაზე  აცხადებს უარს, რომელიც გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო აქვს გამოწერილი.
როგორც დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა N 9 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.
რამიშვილი ასევე, კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მამა გიორგი მამალაძე მარხულობს და წყლის გარდა მისი კვების რაციონში არაფერი არ შედის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები