ადვოკატი სასულიერო პირებს მიმართავს – თვითონ იმარხულონ ისე, როგორც მამა გიორგი „მარხულობს“

„შებრძანდით და გადაათქმევინეთ, ყველასთვის სჯობს, მე ძალა არ მაქვს“, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს N 9 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განუცხადა.
როგორც რამიშვილმა აღნიშნა, ბრალდებული გიორგი მამალაძე მოითხოვს, რომ სასულიერი პირები შეხვდნენ მას. ადვოკატმა სასულიერო პირების იმ განცხადებებსაც უპასუხა, რომელიც დეკანოზის შიმშილობას უკავშირდება.
”გუშინ მეუფე დიმიტრის პრესსპიკერმა თქვა, რომ ეს შეიძლება მოინათლოს, როგორც დიდი მარხვა. არანაირი მარხვა არ არის, წყლის გარდა მამა გიორგი არაფერს არ იღებს. თუ ეს მათთვის მარხვად წოდებულია, მაშინ თვითონ იმარხულონ ისე, როგორც მამა გიორგი „მარხულობს“. ჩემი რჩევა იქნება – შებრძანდით და გადაათქმევინეთ, ყველასთვის სჯობს. მე ძალა არ მაქვს ამ შემთხვევაში. რომელიმემ თავის თავზე მაინც აიღოს პასუხისმგებლობა და დაარწმუნოს მამა გიორგი”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ამასთან, ადვოკატის თქმით, დეკანოზმა უკვე დაწერა განცხადება იმის თაობაზე, რომ მის ოჯახს დაცვა მოეხსნას, რაც პროკურატურას დღესვე გადაეგზავნება.
ცნობისათვის, დეკანოზმა გიორგი მამალაძე იმ მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს, რომელიც გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო აქვს გამოწერილი..ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა N 9 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც რამიშვილმა აღნიშნა, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.
რამიშვილი ასევე. კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მამა გიორგი მამალაძე მარხულობს და წყლის გარდა მისი კვების რაციონში არაფერი არ შედის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები