გიორგი მარგველაშვილი მოსახლეობას ხარებას ულოცავს

“ხარებას გილოცავთ სრულიად საქართველოს! ამ დღეს, როდესაც კაცობრიობას ეხარა მომავალი მაცხოვრის დაბადება, მინდა, რომ სიხარულისა და ახლის დაბადების ემოცია ყველა ჩვენგანში გაცოცხლდეს”, – ასე ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსახლეობას ხარების დღესასწაულს.
​საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან და მრჩევლებთან ერთად, მოწამეთაში იმყოფებოდა.
„მე დღეს ამ დღესასწაულს გილოცავთ მოწამეთას მონასტრიდან. მოწამეთა არის ჩემი გვარის წარმოშობის სოფელი და მიხარია, რომ აქ მოვხვდი და ამ მშვენიერი ადგილიდან მაქვს შესაძლებლობა, მოგილოცოთ ეს მშვენიერი დღესასწაული“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები