გიგლა აგულაშვილი სტუდენტებს გარემოსდაცვით საკითხებზე ესაუბრა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი „NEA სფეროს“ სტუმრობდა, სადაც სტუდენტებს გარემოსდაცვით საკითხებზე ესაუბრა და სამინისტროს სამომავლო გეგმები გააცნო.
დღესვე, მინისტრმა ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ გიორგი კეკელიძესთან და პოლონეთის ელჩ მარიუშ მაშკიევიჩთან ერთად გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი ბიბლიოთეკა დაათვალიერა, რომელიც სააგენტოს „წყალდიდობების წინააღმდეგ ჰიდრავლიკური მოდელირების სწავლების პროექტის ფარგლებში გადაეცა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „NEA სფერო“-ში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, პროფესიული ცოდნა აიმაღლონ და გარემოს დაცვით სფეროში უახლესი ლიტერატურით ისარგებლონ.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა მინისტრისგან მათთვის აქტუალურ საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები