პრეზიდენტი და პირველი ლედი ქუთაისში შშმ ბავშვთა დღის ცენტრს ესტუმრნენ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ქუთაისში შშმ ბავშვთადღის ცენტრს -„ჯადოსნური სამყარო“ ესტუმრნენ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, ფუნქციური და აკადემიური განვითარების ხელშემწყობ პროგრამებს ახორციელებს და მისი მიზანია ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაცია და პროფესიული უნარების განვითარება.
გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ სასწავლო და თერაპიის ოთახები, დღის ცენტრში არსებული სოციალური საწარმო „ფარშევანგი“’ დაათვალიერეს და ცენტრის ბენეფიციარებს გაესაუბრნენ.
პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ბავშვებს ზღაპარი წაუკითხა.
გიორგი მარგველაშვილსა და მაკა ჩიჩუას დღის ცენტრის პროგრამების დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა უმასპინძლა და აღნიშნული დაწესებულების მუშაობის სპეციფიკისა და ცენტრში არსებული საგანმანათლებლო და თერაპიის მეთოდების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები