დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი: დეკანოზ გიორგი მამალაძის შიმშილობის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა, გაზვიადებული იყოს

“ადვოკატების მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის შიმშილობის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა, არაზუსტი და გაზვიადებული იყოს ადვოკატების მიერ”, – ამის შესახებ საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა “საზოგადოებრივს” განუცხადა.
​მისივე თქმით, საეკლესიო სწავლებით, არსად არ არის გადმოცემული, რომ განსაცდელში რომელიმე მოციქული ან წმინდა მამა შიმშილობდეს.
„ინფორმაცია მამა გიორგის შიმშილობის შესახებ შეიძლება, იყოს არაზუსტი და გაზვიადებული ადვოკატების მიერ. არ მგონია, რომ დეკანოზი, როგორც მართლმადიდებელი მოძღვარი, შიმშილობდეს. საეკლესიო სწავლებით, არსად არ არის გადმოცემული, რომ განსაცდელში რომელიმე მოციქული ან წმინდა მამა შიმშილობდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გაირკვევა“, – განაცხადა გიორგი თევდორაშვილმა.
დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ამბობს, რომ “ციანიდის საქმეზე“ დაკავებულ დეკანოზ მამალაძეს აღდგომის დღესასწაულამდე მოინახულებენ.
„აღდგომამდე ალბათ მოვინახულებთ მამა გიორგის, დალაგდება ყველაფერი და ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა“, – განაცხადა დეკანოზმა.
​რაც შეეხება კითხვას, აპირებს თუ არა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გიორგი მამალაძის მონახულებას, დეკანოზი აცხადებს, რომ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა.
“ჩვენ ძალიან გვიყვარს მამა გიორგი, განვიცდით მის მდგომარეობას. იმედია, ყველაფერი დალაგდება. პატრიარქი ზრუნავს და ლოცულობს მამა გიორგისთვის”, – აღნიშნა დეკანოზმა.
ე.წ. ციანიდს საქმეზე დაკავებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცუალაია აცხადებს, რომ დეკანოზი მესამე დღეა შიმშილობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები