პარლამენტმა საგზაო მოძრაობის კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა მეორე მოსმენით მიიღო.
შს სამინისტროს ინიციატივას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდე კი 2-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის დაკავშირებას და უკონტაქტო პატრულირების შემოღებას ითვალისწინებს.
წინასწარი შეთანხმებით, პარკირების დარღვევაზე მძღოლებს ქულები აღარ ჩამოეჭრებათ, თუმცა ქულათა სისტემა იმუშავებს სხვა არაერთ დარღვევაზე.
ღვედის არ გაკეთება 5 ქულით დაჯარიმდება. სანომრე ნიშნების გარეშე მოძრაობა -30 ქულით. ზებრაზე არასწორად გავლა – 10 ქულით.
შუქნიშნის დაუმორჩილებლობა – 10 ქულა. ნასვამი პირისთვის მანქანის თხოვება – 30 ქულა. სიჩქარის გადაჭარბება დასაშვებზე 40 კმ./სთ.-ით მეტად- 20 ქულა. შუა ქუჩაზე პარკირება – 30 ქულა.
ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა ავტომატურად ჩამოერთმევა, თუმცა მას 3 თვეში შეეძლება, 1500-ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ,   მოწმობა გამოისყიდოს.
ეს ცვლილებები ძალაში 1 ივლისიდან შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები