მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესა და თბილისის ზოოპარკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და თბილისის ზოოლოგიურ პარკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ და თბილისის ზოოლოგიური პარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ურთიერთშეთანხმების პრინციპებზე დაფუძნებით და სამიზნე ჯგუფზე ორიენტირებული მიდგომით, მხარეები ერთობლივად შეუწყობენ ხელს სასკოლო ასაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის ფართო საგანმანათლებლო და შემეცნებითი გარემოს შექმნას. ასევე მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა სასახლის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კაბინეტის აღსაზრდელთათვის თემატური ლექცია-საუბრებისა და პრაქტიკული, კვლევითი ხასიათის სამუშაოების ჩატარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები