მიხეილ სააკაშვილი: ჩემი გადაცემის შედეგად, მეათე ადგილზე მყოფი არხი, მეორე პოზიციაზე გადავიდა

“ჩემი გადაცემის შედეგად, მეათე ადგილზე მყოფი არხი, გუშინ მეორე პოზიციაზე გადავიდა”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ჩემი გადაცემის შედეგად, მეათე ადგილზე მყოფი არხი, გუშინ მეორე პოზიციაზე გადავიდა, რამდენიმე მილიონი უკრაინელი 2 საათის განმავლობაში გვიყურებდა. ჩვენ გავუსწარით პოროშენკოს, პინჩუკის, კოლომოისკის და სხვა ოლიგარქების არხებს და თითქმის დავეწიეთ ახმეტოვის არხს. დღეს ტელეკომპანიამ “Zik” ხელახლა გაიმეორა გადაცემის ჩანაწერი. ჩვენ მივაღწიეთ მთავარს – გავარღვიეთ პოროშენკოს ინიცირებული საინფორმაციო ბლოკადა. ეს გადაცემა საშუალებას გვაძლევს, წინა პლანზე გადმოვწიოთ ახალი პოლიტიკოსები და სწორად და ფართოდ გავაშუქოთ ჩემი პირადი პოლიტიკური საქმიანობა”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები