შალვა ხუციშვილი: ავარიების პრევენციისთვის სხვადასხვა ღონისძიებებს ვახორციელებთ და იმედი გვაქვს, რომ 2018 წელს გარდაცვლილთა რიცხვი არ იქნება 300-ზე მეტი

„იმედი გვაქვს, რომ 2018 წელს გარდაცვლილთა რიცხვი არ იქნება 300-ზე მეტი”, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა პარლამენტში “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონპროექტის განხილვისას განაცხადა. ​შალვა ხუციშვილმა, კანონპროექტის განხილვისას, ლიტვის სახელმწიფოს მაგალითი გაიხსენა და აღნიშნა, რომ საინფორმაციო კამპანიის, კამერების და სხვადასხვა კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ლიტვამ 2008 წელს შეძლო 740 გარდაცვალების შემთხვევათა რაოდენობა გაენახევრებინა. “ჩვენ გვაქვს სხვა ქვეყნების გამოცდილება. მაგალითად, ლიტვამ საინფორმაციო კამპანიის, კამერების და სხვადასხვა კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, 2008 წელს შეძლო, რომ წელიწადში 740 გარდაცვალების შემთხვევა გაენახევრებინა. ჩვენ ბევრად მეტ ღონისძიებას ვახორციელებთ და იმედი გვაქვს, რომ 2018 წელს გარდაცვლილთა რიცხვი არ იქნება 300-ზე მეტი”, – აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები