ფარავანი-როდიონოვკის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ.94-კმ.110 (ფარავანი–როდიონოვკა) მონაკვეთზე, მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა და აღნიშნულ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.