დაკავებული დეკანოზის ადვოკატი: მამა გიორგი მამალაძე ძალიან დაუძლურებულია

“მამა გიორგი მამალაძე ძალიან დაუძლურებულია, მესამე დღეა შიმშილობს”, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ დეკანოზის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დღეის მდგომარეობით, კიდევ უფრო რთულია.
„ის ძალიან დაუძლურებულია, უკვე მესამე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არაერთხელ აღვნიშნე, აქამდეც არ იყო სახარბიელო და დღეის მდგომარეობით, კიდევ უფრო რთულია. საუბრის კუთხით, ჯერ-ჯერობით ადეკვატურია და მას საუბარი შეუძლია. ექიმები ნახულობენ, ვერ ვიტყვი, რომ არ ნახულობენ, არის პერიოდული კონსულტაცია“, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
მან ასევე, მიმართა სასულიერო პირებს, რომ მამა გიორგი მამალაძეს უნდა მათთან შეხვედრა.
„სასულიერო პირებს არ სჯერათ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე შიმშილობს, მოვიდნენ და ნახონ ის. მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი ვამბობ, რომ ის შიმშილობს. ეს დაფიქსირებულია სასჯელაღსრულების მე-9 პენიტენციური დაწესებულების შესაბამის წერილში, რომელიც მე ამ დილით ჩამბარდა“, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები