პაკისტანში მეწყერის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

​პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში, მეწყერის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, მთიდან ჩამოწოლილმა მიწამ რამდენიმე სახლი დაანგრია. ეს უკვე მესამე მსგავსი ინციდენტია ამ რაიონში, ბოლო დროის განმავლობაში.
​ექსპერტების განცხადებით, პაკისტანში სახლები, ხშირ შემთხვევაში, სამშენებლო სტანდარტების დარღვევით შენდება, რაც მეწყერების ჩამოწოლის რისკს ზრდის. 2015 წლის ოქტომბერში ყარაჩიში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები