აჭარის პოლიციის სამმართველოში მერაბ ღოღობერიძე დაკითხვაზე იმყოფება

ამ წუთებში, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია “კორუფციასთან ბრძოლის” საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე დაკითხვაზე იმყოფება.
განმეორებითი დაკითხვა მან თავად მოითხოვა.
მერაბ ღოღობერიძის განცხადებით, მისი დაკითხვა აჭარის პოლიციის უფროსის, კახა ბუხრაძის მიერ 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით მიცემულ ჩვენებას უკავშირდება, სადაც აჭარის პოლიციის უფროსი დაკითხვისას, მერაბ ღოღობერიძეზე საუბრობს.
ბათუმში, 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებამდე, მერაბ ღოღობერიძემ აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქცია გამართა. იგი სამმართველოს უფროსის, კახა ბუხრაძის გადადგომას ითხოვდა.
11-12 მარტს „პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა, სადაც რამდენიმე პირი დააკავეს. პროტესტის ნიშნად, აქციის მონაწილეებმა აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლეს.
აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეკრებილები კახა ბუხრაძის გადადგომას და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, 18 პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, სისხლის სამართლის ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები