პროკურორები გურამ რჩეულიშვილისთვის 50 000-ლარიან გირაოს და საქართველოს პასპორტის ჩამორთმევასაც ითხოვენ

“ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდების მხარე გურამ რჩეულიშვილისთვის გათავისუფლების სანაცვლოდ,  50 000-ლარიან გირაოს ითხოვს.
საქმის პროკურორებმა შუამდგომლობა დღევანდელ პროცესზე დააყენეს, რომელიც „ცენტრ პოინტის“ საქმეზე, ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე მიმდინარეობს.
პროკურორები გირაოსთან ერთად, ბრალდებულისთვის საქართველოს პასპორტის ჩამორთმევასაც ითხოვენ, ვინაიდან, როგორც მათ აღნიშნეს, კვლავ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხეები.
დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას გირაოს გამოყენების თაობაზე ეთანხმება, თუმცა სასამართლოს სთხოვს, რომ გირაოს თანხა 10 000 ლარით განისაზღვროს.
ამასთან, გურამ რჩეულიშვილის ადვოკატი ქეთევან ჩომახაშვილი არ ეთანხმება პროკურორების იმ მოთხოვნას, რომლითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს სახელმწიფო პასპორტი უნდა ჩაემოერთვას.
ამ წუთებში მოსამართლე მაია შოშიაშვილი შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების გამოსატანად სათათბიროდაა გასული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები