გაათავისუფლებენ თუ არა გუკა რჩეულიშვილს პატიმრობიდან – სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ცენტრ პოინტის“ საქმეში ბრალდებული გუკა რჩეულიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესს თავად ბრალდებული არ ესწრება.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, რჩეულიშვილი დღეს გაათავისუფლონ, რადგან მას 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა რამდენიმე დღეში ეწურება.
შეგახსენებთ, რომ რჩეულიშვილი ე.წ მაგნოლიის საქმეზე იყო დაკავებული. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით ედება, რაც მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები