გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა სატყეო სექტორსა და ბიომრავალფეროვნების სფეროში არსებული რეგულაციები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს გარემოს დაცვისა და აგრარულ სექტორში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებზეც.
შეხვედრას სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები