თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე, მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები